უცხოეთი
რუსეთი ნაციონალური უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში აშშ–ს მტერს არ უწოდებს, თუმცა ობიექტურად აფასებს ამერიკული პოლიტიკის საფრთხეებს ევროპისა და მსოფლიოსათვის

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იაროვაიამ განაცხადა. მისი აზრით, აშშ არ ერიდება ცრუ ბრალდებებს, სამხედრო და ეკონომიკურ აგრესიას. ამაში იაროვაია ხედავს ევროკავშირში მიგრანტებთან დაკავშირებული კატასტროფის მიზეზს. გარდა ამისა, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ თავის დოქტრინაში აშშ–მა მტრად რუსეთი მიუთითა. ეს, იაროვაიას აზრით, ააშკარავებს აშშ–ის ყველაზე სახიფათო ამბიციებს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. „ამერიკას ღორმუცელას მადა აქვს და ეს ევროპას უნდა ესმოდეს“.

 „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ სრულებით დაუსაბუთებელ პრეტენზიებს, რომ ნატო და მისი პოლიტიკა მოსკოვისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ, ვ. პუტინის მიერ 2015 წლის 31 დეკემბერს რფ–ის ნაციონალური უსაფრთხოების განახლებული სტრატეგიის კომენტირებისას.