უცხოეთი
თეირანმა განაცხადა, რომ ერ–რიადმა იერიში მიიტანა ირანის საელჩოზე იემენში

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საუდის არაბეთმა იემენის დედაქალაქ სანაში მდებარე ირანის საელჩო დაბომბა, - ინფორმაციას ირანული ტელეკომპანია „პრეს ტი-ვი“ ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, ავიადარტყმის შედეგად, საელჩოს დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.