უცხოეთი
დასავლეთის მთავარი შეცდომები – ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ფორმირება – პუტინი

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა მსოფლიო პოლიტიკა მოსკოვთან მიმართებაში „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, დაასახელა რა დასავლეთის მთავარ შეცდომებად ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ფორმირება. „ჩვენ ყველაფერი არასწორად გავაკეთეთ, პირველივე ნაბიჯებიდან, ვერ გადავლახეთ ევროპის გახლეჩა. 25 წლის წინ ბერლინის კედელი დაეცა, თუმცა ევროპა გახლეჩილი დარჩა, უხილავმა კედლებმა უბრალოდ აღმოსავლეთით გადაიწია“, – განაცხადა პუტინმა გერმანული გამოცემა Bild–სთვის მიცემულ ინტერვიუში, 5 იანვარს სოჭში.

 „ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ საუბრობდნენ იმაზე, რომ ნატო აღმოსავლეთით გაფართოვდებოდა. ამას ამბობდა ნატოს გენერალური მდივანი, გფრ–ის მოქალაქე ბატონი ვერნერი. ცნობილი პოლიტიკოსი, სოციალ–დემოკრატი ეგონა ბარა, 90–იან წლებში, საბჭოთა ხელმძღვანელობის წარმომადგენელბთან, მათ შორის, მიხეილ გორბაჩოვთან საუბარში, აცხადებდა ევროპის ცენტრში ახალი კავშირის შექმნის აუცილებლობის შესახებ. ბარი იჟინებდა, რომ „ნატო“ როგორც ორგანიზაცია, ყოველ შემთხვევაში, მისი სამხედრო სტრუქტურები, არ უნდა გავრცელებულიყო ცენტრალურ ევროპაზე. იგი დარწმუნებული იყო, რომ აუცილებელია ფორმატის აბსოლუტურად შეცვლა, „ცივი ომის“ დროის უკან ჩამოტოვება. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ“.

 „ჩვენ ასჯერ მაინც მოგვისმენია, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები რომ მანტრასავით იმეორებდნენ: ქვეყნებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება. ეს მართალია. თუმცა მართალია ისიც, რომ სხვა ქვეყნებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, გააფართოვონ თავისი საკუთარი ორგანიზაცია თუ არა, იმოქმედონ ისე, როგორც მიზანშეწონილად მიაჩნიათ საყოველთაო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. და ნატოს წამყვან წევრებს შეეძლოთ ეთქვათ: ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენთან შემოერთება გსურთ, მაგრამ არ ვაპირებთ ჩვენი ორგანიზაციის გაფართოებას, ჩვენ სხვაგვარად ვხედავთ ევროპის მომავალს“, – განაცხადა რფ–ის პრეზიდენტმა.