უცხოეთი
მე არც მეგობარი ვარ, არც პატარძალი და არც სიძე, მე ვარ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი! – პუტინი

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. რუსეთი მსოფლიო არენაზე საკუთარ ინტერესებს დაიცავს, თუმცა მზად არის ეძებოს კომპრომისები დასავლეთთან - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანულ გამოცემა „ბილდ"–თან“ საუბარში.

 "მკითხეთ, თქვენი მონა მორჩილი - მეგობარია თუ მტერი. ურთიერთობი სახელმწიფოებს შორის ცოტა სხვაგვარად შენდებადა და არა, როგორც ურთიერთობოები ადამიანებს შორის. მე არც მეგობარი ვარ, არც პატარძალი და არც სიძე, მე ვარ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, 146 მილიონი ადამიანის პრეზიდენტი და ამ ადამიანებს გააჩნიათ საკუთარი ინტერესები, მე ვალდებული ვარ დავიცვა მათი ინტერესები. ჩვენ მზად ვართ უარი ვთქვათ კონფრონტაციაზე, ვეძებოთ კომპრომისები დასავლეთთან, თუმცა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე და საერთო ინტერესების დაცვით“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.