პოლიტიკა
პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

manjgaladze2საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი გამართა. მანანა მანჯგალაძემ განცხადება ბელარუსის არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა, მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ შედეგებს დაელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება შეფასება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. საქართველოს პრეზიდენტს, ასევე, აინტერესებს ის შეფასებები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გააკეთებენ. მანანა მანჯგალაძემ ყურადღება პრეზიდენტის ინიციატივაზეც გაამახვილა, რომელიც მსოფლიოში ინფლაციის დონის გაზრდას ეხება, რაც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ბრიფინგზე პრესსპიკერმა სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმდა და რომელზეც თანხმობა ევროპარლამენტმა უკვე განაცხადა. სავიზო რეჟიმის გამარტივება კონკრეტულ მოქალაქეებს შეეხება. უკვე გამოყოფილია 12 კატეგორია, რომლებშიც სხვებთან ერთად ექიმები, სტუდენტები, ჟურნალისტები, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები შედიან.