სამართალი
„გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს, მაგრამ ბიძინა კუჭავა მაშანტაჟებდა“ - ზიზი ტატიშვილი (ვიდეო)

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი.  ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში, გადაცემა “პრიორიტეტებში” ბიზნესმენმა ზიზი ტატიშვილმა გააკეთა (ვიდეო იხ. აქ).

 მან იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ამჟამად პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავასგან კომერციული ფართი შეიძინა. მისი თქმით, მან სამი დღის წინ პოლიციისგან გაიგო, რომ მის მფლობელობაში არსებულ ფართში ჩაწერილია ბიძინა კუჭავა, რაზეც სამართალდამცავ ორგანოებს კითხვები ჰქონდათ. ზიზი ტატიშვილი აცხადებს, რომ მან კომერციული ფართი ბიძინა კუჭავასგან 2005 წელს შეიძინა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ კი კუჭავა მას კვლავ დაუკავშირდა და უთხრა, რომ განცხადება უნდა შეეტანა პროკურატურაში და აპირებდა ეთქვა, რომ მას ჩამოართვეს ქონება და კომერციულ ფართში თანხა არ გადაუხდიათ.

 ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, ზიზი ტატიშვილის თქმით, ბიძინა კუჭავამ მისთვის ქონების წართმევა ვერ შეძლო, იყო ის, რომ ფართი ყიდვის დღიდან იპოთეკით არის დატვირთული და იგი დღესაც იხდის ბანკში პროცენტს.