სამართალი
„ღმერთმა დაგლოცოს! – „ახალგაზრდა ადვოკატები" "პროკრედიტ ბანკიდან" რელიგიური მოტივებით თანამშრომლის გათავისუფლებაზე სასამართლო აუდიო-ჩანაწერს ავრცელებს (აუდიო)

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები ს.ს. „პროკრედიტ ბანკიდან“ რელიგიური მოტივებით გათავისუფლების შესახებ დამადასტურებელ აუდიო-მტკიცებულებას ავრცელებს (მოუსმინეთ აქ).

„წარმოდგენილი აუდიო-ჩანაწერი არის საჯარო დოკუმენტი, რომელიც გამოთხოვნილ იქნა გათავისუფლებულის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან. საქმეს განიხილავდა მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა. ჩვენ პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან გამომდინარე, შეგნებულად არ ვასახელებთ ბანკის კანონიერი ინტერესების დამცველის ვინაობას, რომელიც აღნიშნულ აუდიო-ოქმშიც ჩანს, რომ მუდმივად ამტკიცებდა გათავისუფლებული ანა .-ს შეუსაბამო კვალიფიკაციას დაკავებულ პოზიციასთან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ცალსახად არ დადასტურდა ანა მ.-ს არაკვალიფიციურობა, ხოლო სასამართლომ ცალსახად მიუთითა, რომ ამ გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი, რელიგიური შინაარსის ფრაზა: „ღმერთმა დაგლოცოთ“, არ წარმოადგენდა გათავისუფლებულის ფამილარულ ქცევას. აუდიო-ჩანაწერში ჩანს მოსამართლის მსჯელობები და ბანკის მიმართ გამოხატული მსჯელობები. ღმერთმა დაგლოცოსგამო, ადამიანებს სამსახურიდან არ უშვებენ“ - ამბობს მოსამართლე.

ჩვენ ვფიქრობთ, ბანკმა ქართულ საზოგადოებას უნდა მოუხადოს ბოდიში. დაუშვებელია, თანამედროვე საქართველოში, რელიგიური ნიშნით ადამიანებს სამსახურებიდან ერეკებოდნენ!

ჩვენ მივმართავთ მედიას, გაავრცელეთ სასამართლო აუდიო-ოქმის ამონარდი, რომელიც ყველა კითხვას პასუხს სცემს“, – ნათქვამია, კერძოდ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.