უცხოეთი
საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. “ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთთან სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე იმის მიუხედავად უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები, რომ მოსკოვთან ურთიერთობა დაძაბულია”, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა.
“ეჭვს გარეშეა, სირიის შემთხვევაში ყველა მოთამაშე უნდა მონაწილეობდეს, იქნება ეს საუდის არაბეთი, ირანი თუ მოსკოვი. ყველა უნდა იყოს პროცესში ჩართული”, – განაცხადა კემერონმა “ალ-ჯაზირას” ეთერში.
ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2006 წელს, რუსი ყოფილი სპეცსამსახურების თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ლონდონში მკვლელობის შემდეგ დაიძაბა.