პუბლიკაციები
ნიკოლოზ მჟავანაძე: არჩევნების სავალდებულობის მოთხოვნით ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს

 ,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ’’ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლი თანახმადაც არჩვევნებში მონაწილეობა სავალდებულო იქნება.

,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით :

,,საქართველოში არჩევნებში აქტივობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია  და ამასთან  სულ უფრო და უფრო მცირდება გასულ წლებთან შედარებით. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება   და დაფიქსირებული „უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინებას’’ ნაცვლად,  კონსტიტუციაში   ჩაიწეროს  ,,ამომრჩეველთა ნების გამოვლენა სავალდებულოა’’.  ასევე ცვლილებები უნდაცშევიდეს საარჩევნო კოდექსში. კანონმდებლობაში ასევე უნდა დაფიქსირდეს ის სანქციები, რომელიც დაწესდება იმ პირთა მიმართ, რომლებიც არჩევნებზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდებიან.

ჩვენ ყოველი არჩვენბის შემდეგ ჩვენ ხსირად გვესმის საარჩევნო კარუსელების, გამოუყენებელი ბიულეტენების ჩაყრის და სხვა კანონდარღვევების თაობაზე. იმისათვის რომ მოსახლეობას არჩევნების ლეგიტიმაციის ნდობა გაეზარდოს ამისტავის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა იყოს. მითუმეტეს ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს და ეს მოდელი ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს კერძოდ: 

პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დაინერგა არჩევნებზე გამოცხადების სავალდებულოობა, არის ბელგია. მათ ეს სისტემა შემოიღეს 1893 წელს.

ბელგიაში ამომრჩევლის მიერ  პირველად არასაპატიო მიზეზით არჩევნებზე არ გამოცხადების შემთხვევაში, ამომრჩეველი ჯარიმდება 50 ევროთი, მეორედ-125-ით, მეოთხედ არგამოცხადების შემთხვევაში კი ჩამოერთმევა ხმის უფლება და აეკრძალება დაიკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში.

საბერძნეთში თუ ამომრჩეველი აპირებს საზღვარგარეთ გამგზავრებას, მან წინასწარ უნდა მისცეს ხმა. ბელგიის მსგავსად, აქაც მოქმედებს ჯარიმების სისტემა და ასევე პატიმრობა ერთი თვიდან ერთ წლამდე არჩევნებზე სისტემატური არ გამოცხადების შემთხვევაში.  ასევე გართულებულია მართვის მოწმობების მიღება თუ მოქალაქე არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

რაც შეეხება მექსიკას,  არ არსებობს ოფიციალური სანქციები, თუმცა მოქმედებს სოციალური სანქციები.

იტალიაში არჩევნებში გამოუცხადებლობა იწვევს საბავშვო ბაღში ბავშვის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემებს.

ჯარიმების სისტემა მოქმედებს ასევე   ავსტრიაში, კვიპროსზე და ლუქსემბურგში.

ბოლივიამ 1952 წლიდან დაიწყო საარჩევნო ბარათების გაცემა იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა მარტივად დაამტკიცონ ის ფაქტი, რომ ნამდვილად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი ვერ აჩვენებს ამ ბარათს არჩევნებიდან სამი თვის განმავლობაში, ეს შეიძლება აისახოს მათ ხელფასზე.

ჯარიმებია დაწესებული ავსტრალიაშიც. პირველად არ გამოცხადების შემთხვევაში 13 დოლარია ჯარიმა, რაც შემდგომ ასევე იზრდება. ავსტრალიაში აღნიშნული სისტემა დაინერგა 1924 წელს. ამ სისტემის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სავალდებულო გამოცხადება არჩევნებზე ავსტრალიისთვის არის ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო.

არგენტინასა და ბრაზილიაში 20 დან 200 დოლარამდეა ჯარიმა. შემდგომ კი ამომრჩეველს ერთმევა უფლება დაიკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში.

ბრაზილიაში არჩევნებზე გამოუცხადებლობის შედეგად, მოქალაქეს ეკრძალება პროფესიული გამოცდების ჩაბარება, სესხის აღება, პასპორტის აღება. არჩევნებში სამჯერ ზედიზედ გამოუცხადებლობის შემთხვევაში თუ პირი არ წარმოადგენს ექვსი თვის განმავლობაში საბუთს რის გამოც მან ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მოხდება მისი რეგისტრაციის გაუქმება.

პაკისტანში პირველადი ჯარიმაა 60 დოლარი. სისტემატურად არჩევნებზე არ მისვლის შემთხვევაში- გამოსასწორებელი სამუშაოები ხუთი წლის ვადით.

თურქეთში ჯარიმა იწყება 14 დოლარიდან და მთავრდება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობით.

ეგვიპტეში პირველადი ჯარიმა იწყება 1 დოლარიდან და მთავრდება ასევე სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობით.    

სინგაპურში არჩევნებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქალაქის სახელი იშლება ამომრჩეველთა რეესტრიდან და ჯარიმის (5$) გადახდის შემდეგ რეგისტრაცია აღდგება.

პერუს კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებზე გამოუცხადებლობის შედეგად, მოქალაქეს შეეზღუდება საბანკო ოპერაციების განხორციელება, ასევე საჯარო ადმინისტრაციული ოპერაციების,

ჯარიმებია ასევე დაწესებული ბულგარეთში, ნიდერლანდებსა და დანიაში ამომრჩეველთა არასაპატიო მიზეზით  არჩევნებში გამოუცხადებლობაზე.

წარმოგიდგენთ  სრულ ჩამონათვალს იმ ქვეყნებისას, სადაც მოქმედებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების სავალდებულო სისტემა: ავსტრია, არგენტინა, ავსტრალია, ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოსტა რიკა, კვიპროსი, დომენიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ეგვიპტე, ფიჯი, საფრანგეთი (მხოლოდ სენატი), გაბონი, საბერძნეთი, გვატემალა, ჰონდურასი, იტალია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნაურუ, პარაგვაი, პერუ, ფილიპინები, სინგაპური, შვეიცარია, ტაილანდი, თურქეთი და ურუგვაი.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 1971 წელს დაადგინა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა არჩევნებზე სავალდებულო გამოცხადების შესახებ არ არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რადგან დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლეობაში სავალდებულოა, მხოლოდ არჩევნებზე მისვლა და არ არის მოთხოვნა, რომ ადამიანმა აუცილებლად შემოხაზოს რომელიმე კანდიდატი.  აღნიშნული დადგენილებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ არ ირღვევა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მეცხრე მუხლი, რაც გულისხმობს „აზრის, სინდისისა და რელიგიის“ თავისუფლებას, იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ  საარჩევნო უბანზე მისვლა იქნება სავალდებულო და არა ხმის მიცემა კონკრეტული პირისათვის ან პოლიტიკური ძალისათვის. ამისათვის მთელ რიგ ქვეყნებში საარჩევნო ბიულეტინებზე გამოყოფილია გრაფა, სადაც მოქალაქეს შეუძლია დააფიქსიროს აზრი იმგვარად, რომ ის წარმოდგენილ  არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს. ამითი დასტურდება პირის მონაწილეობა არჩევნებში და ის ფაქტი, რომ ის წარმოდგენილს კანდიდატებს უცხადებს ბოიკოტს და არა საარჩენო პროცესს.’’