აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი პრეზიდენტი მარგველაშვილის მიერ მოწვეული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ეროვნული უშიშროების საბჭომ ორი ძირითადი საკითხი განიხილა - მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის და სხვადასხვა უწყების მიერ შესასრულებელი სამუშაო და ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა.

 „საუბარი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განმტკიცებაზე, ნატოსთან უფრო ღრმა ინტეგრაციის გზით. ასევე, ვისაუბრეთ ავღანეთში, გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით, თავდაცვის მინისტრს ეთხოვა, განაგრძოს კონსულტაციები პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.