აქტუალური
თინა ხიდაშელი: „საქართველოში უცხო ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყვეს ეთნიკური წმენდა! ოკუპანტებმა ქართული სოფლები გაგვიბულდოზერეს!“

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. „დიდი იმედი მაქვს, რომ ჰააგის სასამართლოს გამოძიების შედეგი იქნება ობიექტური, სამართლიანი და იმ რეალობის ამსახველი, რაც 2008 წლის აგვისტოში დადგა საქართველოში“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030“-ში განაცხადა.

 "საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ტეროტორიაზე, უცხო ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყვეს ეთნიკური წმენდა. ოკუპანტმა ძალამ რამდენიმე ქართული სოფელი, პირდაპირი მნიშვნელობით, გაგვიბულდოზერა. ეს არის თემები, რაზეც საუბარს გამოძიების დროს ჰააგის პროკურორი, ბუნებრივია, ვერ ასცდება.

 მისასალმებელია, რომ ჰააგის პროკურორის გამოსაძიებელი თარიღის ვადები იმაზე ფართოა, ვიდრე ოფიციალურად გამოცხადებული ომის თარიღი და 10 ოქტომბრამდე თარიღს ფარავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ეთნიკური წმენდა სწორედ ომის აქტიური ფაზის დამთავრების შემდეგ მოხდა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ავტორიტეტული სასამართლოს მიერ მოხდება იმის შეფასება, რაზეც ბოლო რვა წლის განმავლობაში არ სრულდება სპეკულაციები", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.