აქტუალური
„8 თვე გვაშორებს ნატოს ვარშავის სამიტამდე და საქართველოს ხელისუფლება შედეგზე ორიენტირებულია“ - თინა ხიდაშელი

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030“-ის ეთერში ტელეწამყვანის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 „ჩემთვის პირადად, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, რომელსაც ყოველდღიურად მიწევს ამ თემებზე საუბარი შინ და გარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდე საზღვრები - სადამდე მივდივართ, რა ტიპის, რა მასშტაბის, რა კონტექსტის საუბრები უნდა გავმართოთ და ვიცოდე ის, რომ სხვა ოთახში, სხვა კონფერენციებზე, სხვა შეხვედრების დროს ასეთივე საუბრებს მართავს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, რომ შევათანხმოთ კალენდარი და გავინაწილოთ ის, რათა ეფექტიანად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები მსოფლიოსთან. ამისთვის კი საჭიროა არა დუბლირება, არამედ სინქრონული მუშაობა“, - განმარტა თინათინ ხიდაშელმა.