აქტუალური
პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მთავრობის მეთაური დაესწრება

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. დღეს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. როგორც სახელმწიფო კანცელარიაში განმარტავენ, პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს.

 „პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია, ქართული პოლიტიკა კონსტრუქციულ დისკურსში გადავიყვანოთ, სადაც კამათი და მსჯელობა ქვეყნის არსებით ინტერესებზე წარიმართება და არა ფორმალურ საკითხებზე”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.