აქტუალური
თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. თინა ხიდაშელმა სამხედროებზე საუბრისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

 „საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, რომლებსაც ერთგვაროვანი ხედვა აქვთ იმის შესახებ, რომ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობისთვის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოების უფრო მეტად სიმტკიცისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების მონაწილე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 თავდაცვის მინისტრი ცენტრალურ აფრიკაში ქართველ სამხედროებთან დაკავშირებულ სკანდალს შეეხო და აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და პროცესი ღია იქნება, თუმცა, გვარების გარეშე, რადგან უდანაშაულობის პრეზუმფცია დაცული ინდა იყოს.

 თინა ხიდაშელი იზიარებს პრეზიდენტის სიტყვებს მედიათავისუფლებაზე. უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით კი მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანას საკმაოდ კარგი კანონმდებლობა აქვს.