აქტუალური
"დავინახეთ ძალიან ერთიანი და ერთნაირი მიდგომები"- უსუფაშვილი მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის გამოსვლებს აფასებს

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში შეაფასა და განაცხადა, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე პარლამენტმა მოუსმინა როგორც პრემიერს, ისე პრეზიდენტს და ორივე გამოსვლაში ერთნაირი მიდგომები დაინახა.

 „მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დავინახეთ ძალიან ერთიანი და ერთნაირი მიდგომები, პათოსი, ხედვა - ქვეყნის განვითარების, გრძელვადიანი სტრატეგიის, უახლოესი პრიორიტეტების. ეს არის ძალიან დამაიმედებელი კონკრეტულად იმისთვის, რომ ქვეყნის სხვადასხვა კონსტიტუციურმა ორგანოებმა, ინსტიტუტებმა ღიად და საჯაროდ გავუზიაროთ აზრი ერთმანეთს და ამასობაში გამოვხატოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიციები“, -აცხადებს დავით უსუფაშვილი.