საზოგადოება
საკრებულოს დეპუტატები მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაცია ა.მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლაში გაიმართა, მას კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია უძღვებოდა.

პრეზენტაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, კომისიის წევრები და დეპუტატები - რიმა ბერაძე, ზაქარია კოლელიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე და ია მაკასარაშვილი ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე ია მაქაცარიამ კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამსახურმა გასულ წელს კულტურის მუნიციპალური ობიექტების კვლევა ჩაატარა, შემუშავდა რეკომენდაციები და მომზადდა რეფორმის პროექტი.

პრეზენტაციას თბილისის მერი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მერიის თანამშრომლები, ასევე კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები დაესწრნენ.