სამართალი
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ფრანგ სენატორებს - პასკალ ალიზაღსა და ჟიზელ ჟურდას შეხვდა

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ფრანგი სენატორების ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ანგარიშის მომზადებას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ფრანგ სტუმრებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისას მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო.

გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც სამინისტრომ პარიზში პოლიციის ატაშე მიავლინა.