პოლიტიკა
პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი „ფრონტერას“ აღმასრულებელ დირექტორს სტივ ნიკანდროსს შეხვდა

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. საუბრის მთავარი თემები კომპანიის საქართველოში მუშაობის პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები იყო.

შეხვედრაზე განიხილეს, რა შეიძლება გააკეთოს დამატებით საქართველოს მთავრობამ კომპანიის სამომავლო საქმიანობისთვის ხელის შესაწყობად. დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა „ფრონტერასთან“ ენერგეტიკის სამინისტროს მონაწილეობით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და „ფრონტერას“ აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.