აქტუალური
ვენეციის კომისიისა და ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრას "მემარცხენე ალიანსი" სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. პარტიას ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან "მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი და პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე წარმოადგენდნენ.

 შატბერაშვილის თქმით, მათ დეტალურად გააცნეს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო და საარჩევნო გარემო. "ჩვენთვის ის საკითხები, რაც იხილებოდა შეხვედრაზე, უცხო არ ყოფილა, რადგან ვმონაწილეობდით იმ დეკლარაციის შემუშავებაში, რომელსაც პრეზიდენტის სასახლეში მოეწერა ხელი და ეს არის მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, გაუმჯობესდეს საქართველოში საარჩევნო გარემო. ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა ძალიან დიპლომატიური პასუხი გაგვცეს. მათ თქვეს, რომ არ აქვთ უფლება, მიუთითონ ამა თუ იმ საკითხზე ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი მათი ქვეყანა და საარჩევნო კანონი, თუმცა, მათი ინფორმაციით, ისინი მოამზადებენ დასკვნას და წარადგენენ, მაგრამ რა დასკვნა იქნება, ამის შესახებ არ უსაუბრიათ", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.