აქტუალური
„რესპუბლიკელები პირდაპირ აშანტაჟებენ ხელისუფლებას“ – სანდრო ბრეგაძე

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აწ უკვე გადამდგარი მოადგილე სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრები ხელისუფლებას აშანტაჟებენ.

 "დამთავრდა, რაც ვითმინე (ვითმინე ერთი კაცის ხათრით), უკვე ნათლად ვხედავ, რომ რესპუბლიკელები და მათი თანამზრახველები მთავრობასა თუ კოალიციაში ბოლომდე აპირებენ სადავეების ხელში აღებას. ისინი პირდაპირ აშანტაჟებენ ხელისუფლებას, რომ თუ სადავეები მათ ხელში არ იქნა,მაშინ დასავლეთის მხარდაჭერა გაქრება ანუ დასავლეთით აშანტაჟებენ მთავრობას (მათ შორის მეც). აი, ვისაც გინდათ ადექით და დაემონეთ რესპების კაპრიზებს, მაგრამ მე არ ვაპირებ, ქედი მოვუხარო საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ძალებს. მივმართავ ჩემს კოლეგებს!!! ხომ ყველამ იცით, რომ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის საკონსტიტუციო შესწორების წინააღმდეგნი მარტო ნაცები და რესპები არიან, რა შეგაშინეს ესეთი??? დაკარგავთ სკამს და რააა??? სკამით ცხოვრობთ??? გამოიჩინეთ ვაჟკაცობა, დამიჯერეთ, რადგან ხვალ გვიან იქნება!!!" - წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.