აქტუალური
„ჩვენ კოალიციიდან არ გავალთ“ - ლევან ბერძენიშვილი

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. „მრეწველების ადგილი კოალიციაში არის, ბატონი გოგის ადგილი არ არის არც მრეწველებში, არც კოალიციაში", - ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა „მრეწველების“ „ქართული ოცნებიდან“ შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით გააკეთა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ გოგი თოფაძის დამოკიდებულება არ შეესაბამება კოალიციისა და მთავრობის პოლიტიკას.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი მიჩნევს, რომ დაპირისპირება შიდა კოალიციურ ფორმატში უნდა განიხილებოდეს. „მრეწველების“„ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის საკითხზე კოალიცია პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებს, რომელიც პრემიერ–მინისტრის ჩეხეთიდან დაბრუნების შემდეგ გაიმართება. ამასთან, მრეწველებს დამატებითი განმარტებების გაკეთება საგარეო კურსთან დაკავშირებითაც მოუწევთ. როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, ამ კუთხით მათ გოგი თოფაძის თანაგუნდელებთან ბევრი კითხვა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანების შიგნით დაპირისპირება გოგი თოფაძის მიერ თინა ხიდაშელის ღია კრიტიკას მოჰყვა.