აქტუალური
"მინდა დიდი მადლობა ვუთხრა «სუკ»-ის თანამშრომლებს..." - ლაშა ამირეჯიბი ლევან ბერძენიშვილის ჩვენებიდან ამონარიდს აქვეყნებს

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. "აი, ასე იქცა სპილო კურდღლად..." - "სახალხო კრების" წევრი ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილის ჩვენებიდან ამონარიდს აქვეყნებს.

 "და ბოლოს, „დედას ლევანას“ დისიდენტობის აპოგეა, გნებავთ, კვინტესენცია

 „ჩვენ (ანუ ძმები. _ დ.მ.) დავუბრუნდით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვახარებს ჩვენი დიადი ქვეყნის წარმატებები და განსაკუთრებით ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს რესპუბლიკაში კეთდება ბოლო წლებში. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა «სუკ»-ის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი სამძებრო განყოფილების გამგეს, პოლკოვნიკ ა. მირიანაშვილსა და გამომძიებელს, კაპიტან გ. ცინცაძეს, რომლებმაც მამაშვილური და მეგობრული ჰუმანური დამოკიდებულებით საშუალება მომცეს, ამეხსნა ჩემი სულისთვის ეს მძიმე ტვირთი და მეღიარებინა ჩემი დანაშაული. ველოდები დამსახურებულ სასჯელს და იმედი მაქვს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ რაიმეთი მაინც გამოვადგები ჩემს ერს, ჩემს ქვეყანას, ჩვენს საბჭოთა ხალხსა და მის იდეალებს. როგორც იქნა, ჩემი სინდისი სუფთაა“...

 ნაწყვეტი ბ-ნი ლ.ბერძენიშვილის ჩვენებიდან..."- წერს ლაშა ამირეჯიბი.