აქტუალური
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამერიკის მრჩეველთა ჯგუფი ესტუმრა

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამერიკის მრჩეველთა ჯგუფის თავდაცვის ინსტიტუციური მშენებლობის'' რესურსების მართვის ჯგუფის წარმომადგენლები ესტუმრნენ. კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების თემაზე გამართულ სემინარს კვლევისა და განვითარების (RAND) კორპორაციის თავდაცვის ანალიტიკოსი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი ბრიუს ბახი უძღვებოდა.

 „სემინარის მიზანია, განვიხილოთ თავდაცვის სფეროში სტრატეგიული დონის დოკუმენტების მნიშვნელობა. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორია კავშირი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, თავდაცვის კონცეფციასა და იმ დოქტრინებს შორის, რომლებითაც ხელმძღვანელობენ შეიარაღებული ძალები საველე პირობებში, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ქართველი სამხედროები გამოიყენებენ“, - განაცხადა ბრიუს ბახმა.