პოლიტიკა
ოქრუაშვილის პარიზული რევანში

oqruashvili-parizshiირაკლი ოქრუაშვილი რევანშისთვის ემზადება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბურჯანაძე-ბიწაძეს ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას არ აპატიებს.

ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ თანაპარტიელებთან კონსულატაციები გაიარა და ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახს უახლოეს ხანში „დაარტყამს“. სავარაუდოდ, ეს ცოლ-ქმრის მოსკოვიდან დაბრუნებისას მოხდება.

კულუარული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილს ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ მასალები ჯერ კიდევ იმ დროიდან აქვს, როდესაც ოქრუაშვილი გენერალური პროკურორი იყო. მაშინ ოქრუაშვილი ბიწაძეს მაინც და მაინც კარგი თვალით არ უყურებდა და, როგორც “ბოროტი ენები” ამბობენ, დაჭერასაც კი უპირებდა. თუმცა მაშინ ნინო ბურჯანაძის განაწყენებას მოერიდნენ და ამის გამო ბადრი ბიწაძეს პრობლემები არ შეუქმნეს.

მას შემდეგ, რაც ბადრი ბიწაძემ სკანდალური განცხადებების გაკეთება დაიწყო „ქართული პარტიის“ ლიდერების მიმართ, ოქრუაშვილი გაჩუმებას აღარ აპირებს. როგორც ამბობენ, ირაკლი ოქრუაშვილი კონტრშეტევაზე გადასვლას და ბურჯანაძე-ბიწაძის მიმართ საპასუხო განცხადებების გაკეთებას გეგმავს.

მამხილებელი მასალების ფრიალი, რომელიც დეკემბერში ''ასავალ-დასავალმა'' დაიწყო, მომავალ წელსაც გაგრძელდება.