უცხოეთი
„რადიო სვობოდა“ ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების მრავალწლიან საძოვრებად იქცა! - მარია ზახაროვა

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „ვაგზლის სიბინძურე“ უწოდა „რადიო სვობოდას“ საიტზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელიც ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებზე პოლიტიკოსთა და ჩინოვნიკთა, მათ შორის, თავად ზახაროვას, რეაქციებს ეძღვნება და სადაც მითითებულია, რომ ეს პოლიტიკოსები ნიშნისმოგებით საუბრობენ. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

 „რადიო სვობოდა“ ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების მრავალწლიან საძოვრებად იქცა, წარმოუდგენს რა საზოგადოებას მათ პოლიტიკურ ემიგრანტებად და სამართლიანობისთვის მებრძოლებად“. „ამ საინფორმაციო რესურსის დაფინასების თაობაზე ინტერნეტში შეგიძლიათ წაიკითხოთ. როგორც იქ წერია, ფული მოდის იმავე სტრუქტურებიდან, რომლებიც ხალხს ყოველდღე „რუსეთის საინფორმაციო მანქანით“ აშინებენ“, - აღნიშნა დიპლომატმა.