უცხოეთი
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აშშ–ის მიერ პროკურატურის ორგანოებში რეფორმების გასატარებლად გამოყოფილი 2 მილიონი დოლარის გამოყენებასთან დაკავშირებით საყვარელიძე დაკითხვაზე გამოიძახა

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. „დავით საყვარელიძის რეპუტაციას მნიშვნელოვნად მიაყენა ჩრდილი მისი მუშაობის შედეგების არქონამ და რამდენიმე სკანდალურ საქმეში მონაწილეობამ. ერთ¬ერთი ბოლო ისტორია, რომელსაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს, ისაა, რომ პროკურატურაში ორი მილიონ 200 ათასი დოლარი გაქრა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დავით საყვარელიძისგუნდსგამოუყო ფორმის გასატარებლად“, - ამის შესახებ უკრაინული  ტელეკომპანია ICTV¬ის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი. ამასთან დაკავშირებით 50 -მდე უკრაინელმა დეპუტატმა გენპროკურორს და  ამერიკის სენატს სიტუაციის გარკვევის თხოვნით მიმართა.

 „ფაქტზე უკვე საქმეც არის აღძრული. მართალია, აშშის ელჩმა განაცხადა, რომ მგონი ფული ვიპოვეთ, არ დაკარგულაო, მაგრამ ისე გამოუვიდა, როგორც ერთ ანეკდოტშია კოვზი ვიპოვეთ, მაგრამ საჭმელი აღარ არისო“.

 ამ ფონზე საეჭვოდ მოჩანს დავით საყვარელიძის ცხოვრების სტილიც: იგი ამას წინათ უმაღლეს რადაში 120 ათას გრივნიანი საათით მოვიდა, რომლის შეძენა 6 ათას გრივნიანი ხელფასით (როგორც თვითონ ამტკიცებს!), შეუძლებელია. პროკურორული მათემატიკის საოცრებაა რაღაც“, – აღნიშნულია სიუჟეტში.

marshalpress.ge