უცხოეთი
აშშ-ს ხელისუფლებამ გააკრიტიკა ერდოღანის დაცვის საქციელი, რომელმაც საპროტესტო აქციაში მონაწილე ჟურნალისტებს ცემა

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ვაშინგტონში, სადაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიიპ ერდოღანი იმყოფება, პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ჟურნალისტებთან და აქტივისტებთან შეხლა-შემოხლა მოაწყვეს – აქტივისტები ერდოღანის პრესისადმი დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტმა მომხდართან დაკავშირებით დაცვის წევრებისადმი პრეტენზია გამოთქვა.

 მომხდარის კომენტირებისას, უწყების წარმომადგენელმა ელიზაბეტ ტრიუდომ განაცხადა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაუშვებელია“.

 „ჩვენ ვნახეთ თუქრი დაცვის წევრებსა და საპროტესო აქციის მონაწილეებს შორის კონფრონტაციის შესახებ შეტყობინება. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას და მშვიდობიან პროტესტს. მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ ძალადობა აბსოლუტურად დაუშვებელია“ – აღნიშნა ტრიუდომ.

 ინციდენტი ბრუკინგსის ინსტიტუტში მოხდა, სადაც პრეზიდენტი ერდორანი სიტყვით გამოვიდა.