უცხოეთი
სოცქსელებში ტელეკამერების წინ სააკაშვილის უცნაურ ცქმუტვას განიხილავენ (ვიდეო)

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი კვლავ ინტერნეტის გმირად იქცა. ამჯერად მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს მის უცნაურ საქციელს ქართული ტელეარხის ეთერში.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის მოქმედი გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილა, რომელიც მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების საკითხების კონფერენციას ესწრებოდა, ინტერვიუ მისცა ქართულ ტელეარხ „რუსთავი 2“–ს.

ტელეარხის ეთერში მან კიდევ ერთელ დაადანაშაულა რუსეთი მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წარმოებაში, ასევე განაცხადა, რომ საქართველოს „დაკარგულ ტერიტორიებს“ დაუბრუნებს. ამის შესახებ პორტალი რიდუსი იუწყება.

თუმცა სოცქსელების ქართველმა მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს არა იმდენად მის განცხადებებს, რამდენადაც მის საქციელს კამერების წინ. ჟურნალისტებთან ურთიერთობისას სააკაშვილმა ვერ შეძლო მშვიდად დგომა ერთ ადგილზე და გამუდმებით ხტუნავდა.