უცხოეთი
ოდესას ჰაჯიბეი დაერქვას! – უკრაინის უმაღლესმა რადამ სააკაშვილის ინიციატივას მხარი დაუჭირა

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, ოდესას სახელი გადაერქვას და ეწოდოს ჰაჯიბეი, მხარი დაუჭირა უმაღლესი რადის სახელმწიფო მშენებლობის, რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტმა. ამის შესახებ უმაღლესი რადის დეპუტატი ვასილი გორბალი აცხადებს.

 „როგორც სახალხო დეპუტატმა სერგეი ლარინმა შემატყობინა, უმაღლესი რადის სახელმწიფო მშენებლობის, რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ოდესისთვის მისი ისტორიული სახელწოდების – ჰაჯიბეის დაბრუნების შესახებ“, – წერს დეპუტატი თავის ფეისბუქ–გვერდზე.