უცხოეთი
„რეფერენდუმი რფ–ის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის შესახებ უახლოეს თვეებში გაიმართება“ – თიბილოვი

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. როგორც სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, წინა კვირას, მოსკოვში ვიზიტისას, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განიხილა რეფერენდუმის საკითხი, რომელიც „იურიდიულ გააზრებას“ მოითხოვს: „მისი რეალიზაციისთვის აუცილებელია რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა“, – დააზუსტა თიბილოვმა პრესკონფერენციაზე.

 „ძირითადი კანონის მე–10 მუხლში შეტანილმა ცვლილებებმა პრეზიდენტს უფლება უნდა მისცეს, მიმართოს რფ–ის პრეზიდენტს წინადადებით, შეიქმნას ერთიანი მოკავშირული ორგანო, რომელსაც ჩვენს უფლებამოსილებებს გადავცემთ. ამგვარად, ჩვენ ვათავისუფლებთ რუსეთს პოლიტიკური რისკებისგან, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას პირდაპირი შესვლისას“, – აღნიშნა თიბილოვმა და ხაზი გაუსვა, რომ რეფერენდუმი უახლოეს ხანებშ გაიმართება, „არა ერთი ან ორი, ანდა თუნდაც ნახევარი წლის შემდეგ, არამედ უფრო მალე“.