უცხოეთი
„ევროპაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ ნატოში სამხედრო ინვესტიციებს განახორციელებს“ – ბარაქ ობამა

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა დარწმუნებულია, რომ სახსრების ინვესტიცია ევროპის სამხედრო განვითარებაში აუცილებელია რუსეთისთვის ეფექტიანი წინააღმდეგობის გასაწევად.

 „ჩვენ ინვესტირებას ვახდენთ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებში, რომლებიც აუცილებელია აგრესიის შესაკავებლად და ჩვენი მოკავშირეებისა და ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. ეს თავის თავში შეიცავს ჩვენი გეგმების გაფართოებას ევროპაში იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების ჭრილში“, – აღნიშნა ობამამ თეთრ სახლში აშშ–ის თავდაცვის მინისტრ ეშტონ კარტერთან შეხვედრისას.

 ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომელიც გადადგომისთვის ემზადება, ამერიკელი გენერალი ფილიპ ბრიდლავი, ახლახან ვიზიტით საქართველოშ რომ იმყოფებოდა, აცხადებს, რომ „ბოლო წლებში ვლადიმერ პუტინმა მოახერხა კარგი სახმელეთო ჯარების შექმნა და მძლავრი სარაკეტო პოტენციალის მიღწევა“. ევროპაში ალიანსის ძალების სარდლობის შეცვლა აღმოსავლეტში ნატოს მნიშვნელოვანი გაძლიერების ფონზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით ძლიერია ალიანსის სამხედრო ყოფნა ბალტიისპირეთის ქვეყნებში.