უცხოეთი
ბანკოვოიზე შეტაკებები მიმდინარეობს, „ავტომაიდანმა“ საბურავები დაწვა

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დემონსტრანტები მთავრობისა და ძალოვანი უწყებებისგან კორუმპირებული და სეპარატისტი მაღალჩინოსნების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, აქციას მოძრაობა ავტომაიდანი ატარებდა, თუმცა, მოძრაობის განცხადებით, ამ აქციასთან კავშირი არ აქვთ. მათი თქმით, ავტომაიდანის სახელის პირადი მიზნებისთვის გამოყენება სცადეს.

აქციის მონაწილეებმა ადმინსტრაციის შენობის წინ საბურავები დაწვეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოყვა.