უცხოეთი
პუტინმა გრიზლოვი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს შემადგენლობიდან გარიცხა

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს შემადგენლობიდან ბორის გრიზლოვი გარიცხა. შესაბამისი ბრძანებულება გამოქვეყნებულია სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ–პოტალზე.

 "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2012 წლის 25 მაისის ბრძანებულებით, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შეტანილი იქნას ცვლილება, გაირიცხოს იქიდან ბორის ვიაჩესლავის ძე გრიზლოვი", – ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.

 გასული წლის დეკემბერში პუტინმა გრიზლოვი უკრაინასთან საკონტაქტო ჯგუფის რუსეთის სრულუფლებიან წარმომადგენლად დანიშნა. ამ თანამდებობაზე გრიზლოვი ერთი სკანდალის მონაწილედ იქცა – ეწვია კიევს, ამასთან, იმისათვის, რომ სპეცბორტი, რომელზეც რუსი პოლიტიკოსი იმყოფებოდა, უკრაინის ტერიტორიაზე დაშვებულიყო, კიევმა დაარღვია რფ–თვის გამოცხადებული საჰაერო ბლოკადა.

 აღსანიშნავია, რომ კიევში ვიზიტისას გრიზლოვი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა. როგორც მაშინ უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, სენსაციები ამ მოლაპარაკებებზე არ ყოფილა.