უცხოეთი
„ვლადიმერ პუტინი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია სირიაში, მას ნებისმიერი სახელმწიფო პოსტის დაკავება შეუძლია“ – ბაშარ ასადი

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. როგორც რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის მონაწილემ, რფ–ის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, „სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რუს პარლამენტარებთან შეხვედრაზე მადლიერება გამოთქვა რფ–ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მიმართ ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებისთვის“:

 „პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა მადლიერების სიტყვები წარმოთქვა რუსეთის პრეზიდენტისადმი ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებისთვის, ასევე, სირიის სახელმწიფოსთვის აღმოჩენილი ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის“, – იტყობინება გავრილოვის პრესსამსახური შეხვედრის შედეგების შეჯამებისას. პარლამენტარის თქმით, სირიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ვლადიმერ პუტინი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია სირიაში, რომელსაც ნებისმიერი სახელმწიფო პოსტის დაკავება შეუძლია“.