უცხოეთი
აშშ–მა მოუწოდა რუსეთს, აიძულოს ასადი, ალეპოზე იერიში შეწყვიტოს

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. აშშ მიიჩნევს, რომ სირიის სამთავრობო ჯარების შეტევა ალეპოს პროვინციაზე შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მოლაპარაკებებზე, რომლებიც ჟენევაში უნდა დაიწყოს სირიის საკითხზე, განაცხადა აშშ–ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სამანტა პაუერმა.

 გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, პაუერმა ჟურნაისტებს განუცხადა, რომ ალეპოზე შეტევა „გამანადგურებელი იქნება არა მარტო ალეპოს მოსახლეობისთვის, არამედ ისეთი რთული პროცესებისთვისაც, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური მოლაპარაკებები“.

 მან მოუწოდა რუსეთს, ზეწოლა მოახდინოს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადის რჟიმზე, რათა აიძულოს იგი, „უარი თქვას ამ გეგმებზე“.