უცხოეთი
„ჩვენ ნახევარი წელი არაფერს ვაკეთებდით, ველოდებოდით – ეგებ გონს მოსულიყავით!“ – პუტინი უკრაინის შესახებ

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. 14 აპრილს, ტელეარხების „Первый”, „Россия 1“, „Россия 24“, რადიოსადგურების „Маяк”, „Вести FM“ და „Радио России“ ეთერში გავიდა მე–14 სპეციალური გადაცემა „პირდაპირ ხაზი ვლადიმერ პუტინთან“. ტელეთერის მიმდინარეობისას რუსეთის პრეზიდენტმა 80 კითხვას უპასუხა. პროგრამის ხანგრძლოვობამ 3 საათი და 40 წუთი შეადგინა. სულ პროგრამის ფარგლებში სამ მილიონზე მეტი კითხვა შემოვიდა.

 რუსეთ–უკრაინის ურთიერთობებსა და ევროკავშირთან უკრაინის ასოციაციის შეთანხმების შესახებ კითხვის პასუხად, პუტინმა, კერძოდ, განაცხადა:

„დადეს შეთანხმება, ის ამოქმედდა: „ეს იყო ცივილიზებული არჩევანი“. რა ცივილიზებული არჩევანი? როგორც იყვნენ ოლიგარქები ხელისუფლების სათავეში, ისევე დარჩნენ. იქ ვიღაც ცდილობს რაღაც სკანდალი მოაწყოს ოფშორებთან დაკავშირებით, მაგრამ იქ პირდაპირ ქვეყნის პირველი პირები – თავად მეწარმე–მილიარდერების სხედან ოფშორებში.

 თუმცა, ჩვენ დაინტერესბეული ვართ, რომ უკრაინა ფეხზე წამოდგეს, საიმედო პარტნიორი გვყავდეს და არ ხდებოდეს ის, რაც ხდება, ეკონომიკაშიც კი: გაუნულეს საბაჟო ტარიფები და საქონლის მიმოქცევა ევროპასთან 23 პროცენტით შემცირდა, რუსეთთან კი 50 პროცენტით. ვინ მოიგო? რისთვის გააკეთეს ეს? გაუგებარია.