უცხოეთი
დოჰაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ნავთობის ფასის მკვეთრად შემცირების ფონზე დოლარის კურსმა 68 რუბლს გადააჭარბა, ევრომ – 77 რუბლს

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. როგორც ТАСС იუწყება, რუსეთის ბირჟების ინდექსი 1.2%–ით დაეცა ნავთობმოპოვების გაყინვის თაობაზე შეთანხმების არარსებობის ფონზე, ბრენტ–ის მარკის ნავთობის ფასი კი ლონდონის ბირჯაზე ვაჭრობის გახსნის შემდეგ 7%–ით დაეცა ბარელზე 40,1$–მდე.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას დოჰაში, ОПЕК–ში შემავალი და არშემავალი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების შეხვედრა გაიმართა, სადაც ნავთობზე ფასების სტაბილიზაციაზე მსჯელობდნენ, თუმცა ქვეყნებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ყატარის დედაქალაქში 18 ქვეყნის დელეგაცია ჩავიდა, მოლაპარაკებების მე–19 მონაწილე – ირანმა კი შეხვედრის წინ უარი განაცხადა ნავთობმოპოვების გაყინვის განხილვაზე და აღნიშნულის მიზეზად ქვეყნისთვის ცოტა ხნის წინ მოხსნილი სანქციები მოიტანა.