აქტუალური
„საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილის მინ ჟუს შეხვედრაზე აღინიშნა.

 პრემიერ–მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს  მიაწოდა ინფორმაცია  საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის გეგმაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე.

 მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე როგორც ეკონომიკური, ისე გლობალური უსაფრთხოების კუთხით.

 საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.