აქტუალური
"თავისუფალი მედია დემოკრატიის საზომია" - მარტინ შულცი

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის პარტიული ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა მოლაპარაკების შემდეგ გამართეს.

 „მე ევროპარლამენტის თავმჯდომარე ვარ და არა ქართველი პოლიტიკოსი, ამიტომ არ შემიძლია და ვერც ჩავერევი სასამართლოს საქმეში, ვერც კონკრეტულ კომენტარს გავაკეთებ, მაგრამ თავისუფალი მედია დემოკრატიის საზომია. იმისთვის, რომ გააანალიზო, რამდენად ეფექტიანია დემოკრატიული სისტემა, უნდა დააკვირდე ჟურნალისტების და მედიის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა შულცმა.