რედაქტორისგან
სარგსიანის ძმა – ცილისწამების მსხვერპლია?

foto-samartამა წლის ოქტომბერში აშშ–ის ხელისუფლებამ ლოს–ანჯელესში დააკავა სომეხი კრიმინალური ავტორიტეტი ა. კაზარიანი, მეტსახელად „პზო“. მას და მისი დაჯგუფების წევრებს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობა ედებოდათ. ამ დანაშაულებრივი ჯგუფიდან ძაფები თითქოსდა საშიკ სარგსიანთან, სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ღვიძლ ძმასთან მიდიოდა. გამოვიდა, რომ ასეთი კავშირი სომხეთის პირველ პირს კორუფციული კავშირების „შავ ჩრდილს“ აყენებდა.

რა თქმა უნდა, ეს ხელსაყრელი არ იყო სერჟ სარგსიანისთვის, როგორც სახელმწიფოს ლიდერისთვის, რომელმაც პატიოსანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად გაიმარჯვა და როგორც კორუფციასთან აქტიური მებრძოლისთვის, რომელმაც მისაბაძ მაგალითად აშშ აქცია. ამიტომაც სომხეთში FBI–სა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ჯგუფი ჩამოვიდა „პზო“–ს დაჯგუფების დანაშაულებრივი საქმიანობის ყველა დეტალის გამოსავლენი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებებისა და აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ძმა – ნაციონალური კრების დეპუტატი საშიკ სარგსიანი, სომხეთის გენერალურ პროკურორთან, აგვან ოვსეფიანთან ერთად, დეკემბრის დასაწყისში ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩავიდა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა. ამ ვიზიტით საშიკ სარგსიანმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ არაფერი საერთო არ ჰქონდა „პზო“–ს დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან.