უცხოეთი
რფ–ის თავდაცვის სამინისტროში დააზუსტეს დიდ სამამულო ომში სსრკ–ის დანაკარგების მონაცემები

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. რფ–ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დიდი სამამულო ომის მიმდინარეობის განმავლობაში სსრკ–მ 8.8 მლნ სამხედრო მოსამსახურეზე მეტი დაკარგა.

 „8 მილიონ 866 ათას 400 კაცი – ეს ციფრი არქივების მრავალწლიანი კვლევის შედეგად მივიღეთ“, – განაცხადა რფ–ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშემწემ, გენერალ–მაიორმა ალექსანდრე კირილინმა შაბათს, „РСН»–ის ეთერში.

 მან აღნიშნა, რომ ამ რიცხვში შედიან საბრძოლო დანაკარგები, ტყვეობაში დაღუპულები, დაკარგულები. „დანაკარგების შესწავლა, ცხადია, გრძელდება“, – აღნიშნა კირილინმა, რომელმაც დასძინა, რომ სამშობლოში ტყვეობიდან 1.8 მლნ–მდე ადამიანი დაბრუნდა.