უცხოეთი
მადონამ კოსტიუმის ინსტიტუტის მეჯლისი ვულგარული ჩაცმულობით გააოგნა

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ნიუ იორკის კოსტიუმების ინსტიტუტმა ყოველწლიურ კოსტუმირებულ წვეულებას Met Gala-ს უმასპინძლა, რომელმაც დიზაინერთა სამოსებში გამოწყობილი, მსოფლიოში ცნობილი სახეების სარეკორდო რიცხვი შეკრიბა.

წითელ ხალიჩაზე მომღერალი მადონა Givenchy–ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორის –  რიკარდო ტიშის შექმნილი სამოსით წარდგა. შავ ბოდეს მკერდზე ჭრლები დაჰყვებოდა და ვარსკვლავს მკერდი სულ მოშიშვლებული ექნებოდა, რომ არა შავი ლატექსის წებოვანი აპლიკაციები. არანაკლებ ექსტრავაგანტურად გამოიყურებოდა მომღერალი ზურგიდანაც. კოსტუმს აგვირგვინებდა ტყავის ბოტფორდები და მაქმანის გამჭვირვალე მოსასხამი.

მადონამ უკან ჩამოიტოვა ლედი გაგაც კი, რომელიც წითელ ხალიჩაზე ასევე ვერცხლისფერი ბოდეთი წარდგა.