სამართალი
„ქართული სამართალწარმოება არის მკვდარი პროცესი“ - ელზა ჯმუხაძე

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი.  ამის შესახებ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯმუხაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ქართულ სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ პრობლემებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და ხელისუფლებას მოუწოდა, სასწრაფოდ მიიღოს ზომები და გამოძებნოს დამატებითი რესურსები როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ასევე ადამიანური რესურსის მიმართულებით, რათა სასამართლოებმა შეძლონ საქმეების გონივრულ ვადებში განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება; ასევე განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და დაწესდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოების გონივრული ვადები როგორც გამოძიების, ასევე საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე.