აქტუალური
"ოცნებას” იმაზე უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე წინა არჩევნებზე ჰქონდა“ – გოგლა ჟვანია

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია მომავალ არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას და "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ადგილს პროგნოზირებს. მისი თქმით, "ოცნება” პარლამენტში უმრავლესობით მოვა და იმაზე უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა.

 ”მიზეზი ძალიან მარტივია - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანწილად - დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმით ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ იყო გაყალბებული. უბრალოდ, ნაციონალებს გაყალბების, კარუსელების, დაშინების რესურსი არ ეყოთ იმ მხარდაჭერის გადასაფარად, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ “ქართულ ოცნებას” გამოუცხადა”, - განაცხადა ჟვანიამ.