სამართალი
შიმშილობა ახალ წელს

gmirta_moedani1992-92 და 2008 წლებში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა ერთი ჯგუფი დღეიდან 7 იანვრამდე გმირთა მოედანზე შიმშილობას იწყებს.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მათ სოციალურ მდგომარეობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, კონსტიტუციური უფლებების დაცვის მოთხოვნით, თბილისის მერიას, სახალხო დამცველსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უკვე მიმართეს.

უფრო დაწვრილებით ამის შესახებ დღეს, 16 საათზე, ისინი გმირთა მოედანზე დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.