საზოგადოება
ამერიკული ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები საქართველოში ჩამოვიდნენ(ვიდეო)

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის არმიის ტანკები „აბრამსი” და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი” საქართველოში ბულგარეთიდან, ფოთის პორტის გავლით ჩამოვიდნენ ღირსეული პარტნიორის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისათვის (ვიდეო იხ. აქ). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.

 მათივე ცნობით, „ღირსეული პარტნიორი” 11-დან 26 მაისის ჩათვლით ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე გაიმართება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 500-მდე სამხედრო მოსამსახურე, აგრეთვე, გაერთიანებული სამეფოს 150 და აშშ-ის 650 სამხედრო მოსამსახურე.