უცხოეთი
მედია: პუტინმა ორ გენერალს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა სირიის ოპერაციისთვის

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. გენერალური შტაბის უფროსს, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, არმიის გენერალ დიმიტრი ბულგაკოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭათ. შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ამის შესახებ „კომერსანტი“ იტყობინება.

ასევე რუსეთის გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭა მთავარი სადაზვერვო საამართველოს (ГРУ) უფროსს, გენერალ–პოლკოვნიკ იგორ სერგუნს, რომელიც 2016 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა. მისი ჯილდო დაკავშირებულია არა მარტო სამხედრო დაზვერვის წარმატებულ მოქმედებებთან სირიაში, არამედ სპეცსამსახურის რეორგანიზებასთანაც.