უცხოეთი
საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. “აღორძინების გზაზე მყოფი რუსეთი არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს“ – განაცხადა რფ–ის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მან ასევე აღნიშნა,რ ომ რუსეთი თანმიმდევრულად მხარს უჭერს კონფლიქტური სიტუაციების ერთობლივად გადაჭრას და ყველასთვის მომგებიან თანამშრომლობას.
„ამავდროულად, რუსეთი, ცხადია, უყურადღებოდ ვერ დატოვებს რაიმე ქმედებას, რომელიც პირდაპირ ან პოტენციურად წარმოადგენს საფრთხეს მისი ნაციონალური ინტერესებისთვის“, – აღნიშნა პესკოვმა და დასძინა, რომ „რუსეთი კვლავაც გააგრძელებს თავისი ინტერესების დაცვას“.