უცხოეთი
საქართველოში წვრთნების შემდეგ პირველად შეიქმნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ქვედანაყოფი – ქართველი ჯარისკაცებით დაკომპლექტებული სწრაფი რეაგირების ძალების რაზმი

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. საქართველოში დასასრულს უახლოვდება ნატოს საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი–2016“. თავად საქართველო ჯერ კიდევ არ არის სამხედრო–პოლიტიკური ბლოკის წევრი, თუმცა სწავლების დასრულების შემდეგ მის შეიარაღებულ ძალებში პირველად შეიქმნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ქვედანაყოფი – სწრაფი რეაგირების ძალების რაზმი. ის ქართველი სამხედროებით დაკომპლექტდება და დისლოცირებული იქნება საქართველოში.

 ნიშნავს თუ არა ეს განცხადებები, რომ თბილისი ახლოსაა ნატოს წევრობასთან?

 ამერიკელი სერჟანტი, ეთნიკური ქართველი დავით პაპავა ეთანხმება იმ აზრს, რომ სწავლება აახლოებს საქართველოს არა მარტო ნატოს პროფესიონალურ სტანდარტებთან, არამედ ბლოკის წევრობასთანაც. თუმცა, ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ექსკლუზიურ ინტერვიუში  განაცხადა, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრება არა მარტო ტექნიკური, არამედ პოლიტიკური საკითხიცაა.

 „ალიანსის წევრებმა უკვე განაცხადეს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა, ეს ყველაფერი განსახილველია პოლიტიკურ კონტექსტშიც. ამჟამად არ მიგვიღწევია კონსესუსთვის იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში წევრობის პერსპექტივიდან ალიანსში ქვეყნის ფაქტობრივ წევრობამდე გადავინაცვლოთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.