აქტუალური
ივანიშვილი საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობაზე 500 მლნ დოლარს დახარჯავს

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საქართველოში დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პროექტის განხორციელება, რომლის იდეაც მან ჯერ კიდევ 2008 წელს წამოაყენა და რომელიც მიხეილ სააკაშილმა მიითვისა, თუმცა – წარუმატებლად. საქართველოში იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსებას ბიძინა ივანიშვილის ფონდიქართუდააფინანსებს.

 ინსტიტუტის პროექტის წარდგენის პრეზენტაცია 23 მაისს, 11:00 საათზე თბილისში გაიმართა და მას მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების პროფესორები, ქართველი მეცნიერები, სტუდენტები, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა.

 საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობაპროექტს მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიქართუ”. ინსტიტუტის სტუდენტების სწავლასა და პარტნიორორგანიზაციებში მათ მივლინებებს ასევე სრულად დააფინანსებს ფონდიქართუ.

 ტექნოლოგიური ინსტიტუტის იდეა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნას გულისხმობს. პროექტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, ერთ-ერთია მეცნიერული კვლევის  უახლესი მეთოდი - სიმსივნის ადრონული თერაპია.

 წინასწარი გათვლებით, პროექტის საერთო ღირებულება 500 მლნ დოლარს შეადგენს.